|
2023-05-16 17:39:19, 767 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში ჩიხური მდგომარეობაა, რაც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტების საკითხთან მიმართებით ჩანს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არ არის. მისი თქმით, ოპოზიცია ეძებს საბაბს იმისთვის, რომ ამ პროცესში კონსტრუქციული არ იყოს. „იცით, რომ კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბერში დასრულდა. შემდეგ მათივე მოთხოვნით გადაიდო კენჭისყრა, ვინაიდან სრულად ჩამოყალიბებულიყვნენ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თვეები გავიდა და მათი მხრიდან პოზიცია დღემდე არ გვესმის. უმარტივესი კითხვა იყო დასმული, ვინ არიან ის კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერენ და დაასაბუთონ წერილობით, რატომ უჭერენ მხარს ამა თუ იმ კანდიდატს. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი რეკომენდაციების შესრულებისთვის, რომ იუსტიციის საბჭო იყოს სრულად დაკომპლექტებული. აქაც ჩიხური მდგომარეობაა და ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა კენჭი უყაროს ამ კანდიდატებს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმებას, იმიტომ, რომ ან უნდა შევთანხმდეთ კანდიდატებზე ან ხელახლა უნდა დაიწყოს ეს პროცესი, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული. „ოპოზიცია ყველგან აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ არ არის მზად კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში პროცესები ჩიხში ექცევა.
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)