|
2023-05-16 17:04:33, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა
ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მას აქვს მოლოდინი, რომ ნატო უკრაინის დახმარების მრავალწლიან პროგრამაზე შეთანხმდება, რომლის მეშვეობითაც უკრაინის საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადაწყობა მოხდება. "ველი, რომ შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე უკრაინისთვის, რომლის დროსაც ვიმუშავებთ, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას, გადავიდეს საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან, დოქტრინებიდან, აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტებზე, დოქტრინასა და აღჭურვილობაზე და გახდეს სრულად თავსებადი ნატო-სთან. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ასევე ეხმარება უკრაინას, წინ წაიწიოს ნატო-ს წევრობისკენ. ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)