|
2023-05-16 09:59:45, 1023 ნახვა
ეკონომიკა
Fitch Ratings-მა ბაზისბანკის რეიტინგი „B+“-ზე დაადასტურა და პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა
2023 წლის 10 მაისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, „Fitch Ratings“, ბაზისბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა. მდგრადობის რეიტინგი (VR), ასევე „B+“-ზე დადასტურდა. Fitch-ის განმარტებით, პროგნოზის განახლება, ბაზისბანკის მომგებიანობის სტაბილიზაციამ და ძლიერმა კაპიტალიზაციამ, ასევე, საქართველოში ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა, რისი შედეგიც მოგების მდგრადი ზრდა, აქტივების მაღალი ხარისხი, ბანკის სოლიდური კაპიტალიზაციაა. „თანმიმდევრული განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პოზიციების განმტკიცების გზაზე, სტაბილურად ვაგრძელებთ სვლას. გასული წელი შთამბეჭდავი ფინანსური შედეგებით დავასრულეთ, რაც გამოიხატა გაორმაგებულ წმინდა მოგებაში. 2022 წელს პორტფელისა და კაპიტალის სოლიდური, შესაბამისად, 68% და 29%-ანი ზრდა ვაჩვენეთ. ძლიერი შედეგებით და მნიშვნელოვანი მიღწევებით, ბაზარზე აქტივებით მე-4 პოზიცია დავიკავეთ, რაც Fitch-ის განახლებულ რეიტინგებზეც აისახა: პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა", - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)