|
2023-05-15 16:06:18, 1255 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. „ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის „გ", ,,ე", ,,ვ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორს ბრალდება 143 სეკუნდა-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)