|
2023-05-13 00:05:06, 1243 ნახვა
სამართალი
შსს უარყოფს, რომ დღეს დაჯარიმებულ მანქანას კანონიერი ქურდი საშა სევერი მართავდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ავტომობილი სანომრე ნიშნებით "ვორ 333" კანონიერი ქურდი "საშა სევერი" არ მართავდა. შსს-ს ცნობით საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოხდა აღნიშნული სანომრე ნიშნით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და მისი დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. შსს-ს მტკიცებით, რაც შეეხება პირს, რომლის სახელს და გვარს ავრცელებს მედია, აღნიშნული პირი სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს. მედიის ცნობით, საპატრულო პოლიციამ თბილისში გააჩერა ავტომობილი სანომრე ნიშნებით "ვორ 333", დიდი ალბათობით მას თავად კრიმინალური ავტორიტეტი მართავდა, თუმცა სამართალდამცველებისთვის ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასაკავებლად. უცნობია როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი კრიმინალურმა ავტორიტეტმა და რა მიზნით იმყოფება ის საქართველოში. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საშა სევერმა თბილისი დღეს დატოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)