21:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 13:38:29, 1185 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ, რომ ზელენსკის „ევროვიზიის“ მაყურებლებისადმი მიმართვა სურდა

Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მაყურებლისადმი მიემართა, სიმართლეს არ შეესაბამება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი ავრცელებს.

ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის ზელენსკის გამოსვლის თხოვნით, ფინალის ან ნებისმიერი ეტაპის დროს არ მიუმართავს.

„Times-ის ინფორმაცია არ არის სიმართლე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით, ფინალის ან ნებისმიერი ეტაპის დროს“,- წერს ნიკიფოროვი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გამოცემა Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომ აუდიტორიისთვის ვიდეოჩართვით მიემართა, უარით უპასუხეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონკურსი გამორიცხავს „ევროვიზიის“ ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას.                                                             





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics