21:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 23:05:56, 986 ნახვა

მსოფლიო
მარცვლეულის დერეფნის მუშაობა განახლდა ​​- თურქული მედია

შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მუშაობა თურქეთის ძალისხმევით განახლდა. ამის შესახებ TRT Haber-ი თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„თურქეთის ინიციატივის შედეგად კვლავ დაიწყო გემების ინსპექტირება და კვლავ გაიხსნა მარცვლეულის დერეფანი“, – აღნიშნავს მედია.

თავის მხრივ, სააგენტო Anadolu თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 10-11 მაისს სტამბოლში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართება უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობით. მხარეები მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, 8 მაისს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ ფაქტობრივად შეაჩერა "მარცვლეულის ინიციატივა", უარს აცხადებდა გემების დარეგისტრირებაზე შესვლისთვის და ინსპექტირების ჩატარებაზე. ამ დროს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შემოწმებას 90 გემი ელოდა, საიდანაც 62 იტვირთებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics