|
2023-05-09 19:38:31, 1951 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩი პოლონეთში მემორიალთან არ მიუშვეს
უკრაინელმა და პრო-უკრაინელმა აქტივისტებმა არ მისცეს საშუალება რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს, 9 მაისს პოლონეთის დედაქალაქში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლი გვირგვინით შეამკო. მცირე სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ელჩს რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა. ასევე იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ახსენებდა ამ ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებს. ელჩს და მის თანმხლებ პირებს „რაშისტი“ შეძახილებით შემოეხვივნენ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. იყო შეტაკებები. თავად ანდრეევმა რია ნოვოსტის განუცხადა, რომ ის არ დაშავებულა. ბოლოს იძულებული გახდა წასულიყო, მაგრამ თქვა, რომ შეძლებდა მოგვიანებით დაბრუნებას და მაინც გვირგვინით შეამკო. 9 მაისს, დილით, ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან აქტივისტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. ომის დაწყების შემდეგ მილიონზე მეტი უკრაინელი მოქალაქე ჩავიდა პოლონეთში საომარი მოქმედებებისგან თავის დასაღწევად. ქვეყნის ხელისუფლება მკაცრ პოზიციას იკავებს მოსკოვის ქმედებების მიმართ. როგორც პოლონეთის ხელისუფლება, ისე ბევრი სამოქალაქო აქტივისტი ამტკიცებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები გამარჯვების დღეს იყენებენ საბაბად რუსული აგრესიის გასამართლებლად.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)