22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 23:13:23, 857 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ჩაკეტავს პორტებს იმ გემებისთვის, რომლებითაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ

ევროკავშირი ჩაკეტავს პორტებს იმ გემებისთვის, რომლებითაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ. აღნიშნულ შეზღუდვას რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტი ითვალისწინებს.

პროექტი უკვე გადაეცათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

სანქციების მეთერთმეტე პაკეტის თანახმად, ის გემები, რომლებიც არღვევენ სანქციებს ან ეჭვმიტანილები არიან სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის გადაზიდვაში, ევროპული პორტებიდან უნდა გავიდნენ.

შეგახსენებთ, 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება აკრძალა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics