|
2023-05-08 15:45:29, 1215 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ „თიბისი ბანკის“ საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings" "თიბისი ბანკის" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –''-დან „BB" დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-''დან „bb''- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ" ნიშნულზე შენარჩუნდა. „Fitch Ratings"-ის განცხადებით, "თიბისის" საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილით, რაც დასტურდება "თიბისის" მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით. "ჩვენ ძალიან გვახარებს "თიბისის" საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Rating"-ის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით", - განაცხადა "თიბისი ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)