|
2023-05-05 14:19:12, 1392 ნახვა
სამართალი
გომელაური ჟურნალისტებს - რა ციფრებს უყურებთ, საიდან მოიტანეთ, რომ კრიმინალი გაიზარდა [ვიდეო]
საიდან მოიტანეთ, რომ კრიმინალი გაიზარდა,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ. როგორც გომელაურმა განაცხადა, ციფრები და სტატისტიკა კრიმინალის ზრდაზე არ მეტყველებს. "რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს ამას იძახით, რომ კრიმინალი გაიზარდა. მაგალითად შარშან, პირველად მოხდა საქართველოში, რომ 74 მკვლელობა მოხდა წელიწადში, როდესაც იყო 300-330 ზუსტად 2012 წლამდე, ხაზი მინდა გავუსვა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს - 74 მკვლელობა. კრიმინალი გაიზარდაო - საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ ხალხს. ციფრებს, რომლებიც დევს ჩვენს საიტზე, შეხედეთ - საიდან მოიტანეთ, რომ კრიმინალი გაიზარდა?! მე გესაუბრებით ციფრებითა და ფაქტებით",- უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)