|
2023-05-05 13:46:47, 1929 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 80 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. კიევმა 80 გმირის ცხედარი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა. "დღეს სახლში [უკრინაში] 80 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით და ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მოხდა",- აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ცნობითვე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 1 671 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 82 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)