00:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 11:25:37, 1234 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზელენსკი დღეს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდება.

"მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი დღეს ჰააგაში სიტყვით გამოვიდეს "არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე", ასევე ის ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინაში ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს",- წერს RBC-Ukraine.

ამასთან, როგორც მედია წერს, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ნიდერლანდებში, სახელმწიფოს მეთაურის რანგში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტთან, საულ ნიინისტესთან მოლაპარაკება გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics