|
2023-05-04 09:31:30, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს. კიევსა და მის რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საჰაერო განგაში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. „წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი! მონაცემები ზუსტდება. შემთხვევას სამოქალაქო პირებში მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე არ დაფიქსირებულა საცხოვრებელი ობიექტების და ინფრასტრუქტურის განადგურება“,- აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში. ამასთან, უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 Shahed-131/136 ტიპის დრონი ჩამოაგდეს. ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „მოსკოვისთვის“ და „კრემლისთვის“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)