|
2023-05-03 13:49:01, 973 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება
BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით საქართველოში Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება. პროექტის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“. Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები სრული დაფინანსებით მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან. Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს, Adobe Illustrator-ს და Adobe InDesign-ს (ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას). მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:
აშშ-ში, გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი - 8000 აშშ დოლარი, II ადგილი - 4000 აშშ დოლარი, III ადგილი - 2000 აშშ დოლარი. დამატებითი დეტალები იხილეთ www.creathon.ge პროექტის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“. პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)