13:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 13:02:28, 775 ნახვა

პოლიტიკა
NDI - პრემიერის საქმიანობას კარგად 30%, პრეზიდენტისას 17%, ხოლო პარლამენტისას 13% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით,  პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება სტაბილურია, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება კი ოდნავ გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას: 17% კარგად აფასებს; 41% საშუალოდ; 28% ცუდად; 13% ამბობს რომ არ იცის; 1% უარს ამბობს პასუხზე;

პრემიერის საქმიანობას: 30% კარგად აფასებს; 31% საშუალოდ; 28% ცუდად; 10% ამბობს, რომ არ იცის; 1% უარი პასუხზე.

პარლამენტის საქმიანობას: 13% კარგად აფასებს; 40% საშუალოდ; 37% ცუდად; 9% ამბობს არ ვიცი; 1% უარი პასუხზე.

NDI-ის ცნობით, გამოკითხვა 2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. 

მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუტები, ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და საგარეო პოლიტიკა.

NDI-ის კვლევა  დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics