|
2023-05-02 18:06:30, 1592 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - შეერთებულმა შტატებმა ფრონტზე რუსეთის დანაკარგების შესახებ არაფერი იცის
შეერთებულმა შტატებმა ფრონტზე რუსეთის დანაკარგების შესახებ არაფერი იცის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაშინგტონს არ აქვს შესაძლებლობა, დაასახელოს დანაკარგის შესახებ კონკრეტული რიცხვები, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ასეთი მონაცემები, ყურადღება კი გასამახვილებელია იმ მონაცემებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. "რიცხვები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ვაშინგტონს არ აქვს შესაძლებლობა, დაასახელოს კონკრეტული რიცხვები, მათ არ გააჩნიათ ასეთი მონაცემები. საჭიროა, მხოლოდ იმ რიცხვებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო დროულად აქვეყნებს", - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის ფედერაციის დანაკარგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ დონეცკის ოლქში ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში რუსეთმა 100 000 ჯარისკაცი დაკარგა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)