00:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 10:16:30, 740 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის შტატ ილინოისში მტვრის ქარიშხლის გამო ერთმანეთს 70-ზე მეტი მანქანა დაეჯახა - დაღუპულია 6 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისში მტვრის ქარიშხლის გამო მომხდარ მასშტაბურ ავტოკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 37 პირი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ცენტრალურ ილინოისში, სანგამონისა და მონტგომერის ოლქების დამაკავშირებელ მთავარ გზატკეცილზე, დაბალი ხილვადობის გამო, საგზაო კატასტროფაში 70-ზე მეტი ავტომანქანა მოჰყვა. 

ილინოისის შტატის პოლიციის მაიორმა, რაიან სტარიკმა თქვა, რომ დაშავებულთა ასაკი 2-დან 80 წლამდეა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება.

რაც შეეხება დაღუპულებს, დაღუპულთაგან ერთი 88 წლის კაცი იყო, დანარჩენი 5-ის იდენტიფიცირებაზე კი, პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics