|
2023-05-01 22:45:25, 1365 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე პროკურატურაში დაიბარეს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე "შაბათის ფორმულასთნ" მიცემული ინტერვიუს გამო პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ "უფლებები საქართველოს" იურისტმა, მარიამ მაღრაძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მარიამ მაღრაძის თქმით, სერგო შუბითიძე ხვალ 14:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდეს და შესაძლებელია, რომ პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს. "ხვალ არის დაბარებული. შესაძლებელია რომ [მაგისტრი მოსამართლის] თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა. შესაძლებელია რომ [პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს]", - განაცხადა მარიამ მაღრაძემ. შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)