|
2023-05-01 11:43:25, 1012 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის უფლებადამცველები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განახლება აუცილებელია. "საქმე უნდა განახლდეს აუცილებლად. ჩვენ გვქონდა შემხებლობა მტკიცებულებებთან და რომ არ გააკეთონ ეს, ჩვენ გვაქვს სხვა გეგმა. ყველა მეთოდს გამოვიყენებთ - საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, ყველა რანგის ადამიანებს ჩავრთავთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში, დაუსჯელობის სიდრომი და შერჩევითი სამართალი აღმოიფხვრას", - უთხრა მიხეილ რამიშვილმა "მთავარ არხს". შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)