14:37 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 17:29:16, 996 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა.

ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა.

რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში 26,1 % (231 ამომრჩეველი), ახალციხეში 33,5 (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში 24,6 % (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში 19,3 % (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში 13,3 (3 432 ამომრჩეველი), სენაკში 17,9 % (6 858 ამომრჩეველი), ხობში 23,7 (6 294) ამომრჩეველი. ფოთში 15:00 საათისთვის ხმა 6 679-მა ამომრჩეველმა მისცა, შესაბამისად აქტივობამ 16,5 % შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics