00:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 15:14:56, 947 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესების გამო, ოფიციალურმა კიევმა პოლონეთსა და ევროკავშირს საპროტესტო ნოტა გადასცა

სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესების გამო, ოფიციალურმა კიევმა პოლონეთსა და ევროკავშირს საპროტესტო ნოტა გადასცა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება.

"არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენისთვის პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, ისევე როგორც უწყვეტი ექსპორტის გაგრძელების ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა პარტნიორებს გამონახონ პრობლემის დაბალანსებული გადაწყვეტის გზები ევროკავშირის კანონმდებლობის, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე და სოლიდარობის სულისკვეთებით.

ეს ერთადერთი გზაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის ერთობლივი წარმატებით წინააღმდეგობის გაწევისთვის და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად, რომლის მონაწილეც უკრაინა გახდება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმ ოლეგ ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 აპრილს ევროკომისიამ განაცხადა, რომ პოლონეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთსა და ბულგარეთთან მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics