00:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 18:32:19, 780 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - მოლდოვა ცდილობს გახდეს არამეგობრული ქვეყანა, ევროინტეგრაციის ატრიბუტად კი რუსეთის სიძულვილი მიაჩნია

ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალება.

მისივე თქმით, მოლდოვა ცდილობს გახდეს რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა და ევროინტეგრაციის ატრიბუტად რუსეთის სიძულვილი მიაჩნიათ.

"ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს - რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება", - განაცხადა პესკოვმა. 

შეგახსენებთ, მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეუერთდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ჯგუფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics