14:37 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 18:19:32, 1373 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი - თეთრ სახლში თუ დამაბრუნებთ, ამერიკა კვლავ თავისუფალი ერი გახდება

თეთრ სახლში თუ დამაბრუნებთ, ვაშინგტონის კორუმპირებული ისტებლიშმენტის მმართველობა დასრულდება და ამერიკა კვლავ თავისუფალი ერი გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ ჰემფშირის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაზე არ უნდა იფიქროს და ქვეყნის განადგურების საქმე უნდა დასრულდეს.

„ის ამბობს, რომ სამუშაოს დასრულება სურს. მას სურს, დაასრულოს ჩვენი ქვეყნის განადგურების საქმე, მაგრამ ამ მხრივ, ის რეალურად ძალიან ახლოსაა. სამწუხაროდ, ის ძალიან ახლოს არის საქმის დასრულებასთან. ამდენი განსხვავებული რამ გავაკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ დიდი სამუშაო. ჩვენ არასდროს მიგვიღია ამის დამსახურების აღიარება. მან არ იცის, რომ ცოცხალია და ძალიან სამწუხაროა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი საუბარი, როგორიც ახლა გესმით, რადგან ამ ბიჭს წარმოდგენა არ აქვს, როგორ ილაპარაკოს. ის ძალიან მკაცრია, როცა რბილი უნდა იყოს და ძალიან რბილია, როცა მკაცრი უნდა იყოს. ის ამბობს ისეთ რაღაცებს, რაც ძალიან ცუდია, პროვოცირებას ახდენს და შემდეგ სისუსტეს იჩენს. ეს არის ყველაზე გიჟური რამ. ის ზუსტად საპირისპიროს ამბობს, რაც თქვენ უნდა თქვათ“, - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics