15:41 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 15:21:58, 1515 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია - ივანიშვილის სანქცირების დროა

საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია,- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს.

გონჩარენკოს თქმით, PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები და ახლა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.

"საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა",- წერს გონჩარენკო. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენოციდად აღიარა უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და იძულებითი გადაყვანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics