|
2023-04-26 14:26:57, 2547 ნახვა
ომი უკრაინაში
ეროვნული გვარდიის 131 ჯარისკაცი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, რუსეთის ტყვეობაშია - რადას დეპუტატი
უკრაინის ეროვნული გვარდიის 131 ჯარისკაცი, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, დღემდე რუსეთის ტყვეობაში რჩება. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ოლჰა ვასილევსკამ განაცხადა. ვასილევსკას თქმით, დღეს, ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წლისთავზე, რუსეთი იყენებს ატომურ ელექტროსადგურებს უკრაინის ჯარების შეკავებისა და კაცობრიობის დაშინების მიზნით, რაც ბირთვული უსაფრთხოების ყველა სტანდარტს არღვევს. "131 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის სადგურს იცავდნენ 2022 წლის 24 თებერვალს, მტრის ტყვეობაშია უკვე მეორე წელია, თავისუფლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად", - განაცხადა სახალხო დეპუტატმა. ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 2022 წლის 24 თებერვალს, ომის დაწყების პირველივე დღეს დაიკავეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)