|
2023-04-26 09:24:44, 1606 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი უნდა დამარცხდეს - სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს
რუსეთი უნდა დამარცხდეს - სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რომ ვიდრე აგრესორი არ დამარცხდება, თავს დაცულად ვერავინ ინგრძნობს. "ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, სანამ აგრესორი არ დამარცხდება. ამას ადასტურებს ყოველი დღე უკრაინაში... მსოფლიომ ასევე იცის - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ეს საერთო ინტერესია. რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენმა საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარმოადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნესლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)