|
2023-04-25 17:07:07, 860 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს, მიჰაი ვარგას შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. "ფინანსთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარების, მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. კერძოდ, საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდასა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ. შეხვედრას დაესწრნენ უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ტიბორ ტოტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)