|
2023-04-25 10:35:00, 1488 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს - არიან დაშავებულები [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს. ერმაკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან, თუმცა უკვე ცნობილია 5-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. "რუსებმა S-300-ით დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრი. ჭურვი მუზეუმს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან, უკვე ცნობილია 5-ზე მეტი დაჭრილის შესახებ",- წერს ერმაკი. ამასთან, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ნანგრევების ქვეშ სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი. "ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება",- განაცხადა სინუბეგოვმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)