|
2023-04-23 16:08:31, 1928 ნახვა
სხვადასხვა
22-მდე ქართველი ამ დრომდე სუდანის დედაქალაქ ხარტუმში რჩება
22-მდე ქართველი ამ დრომდე სუდანის დედაქალაქ ხარტუმში რჩება. ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-ს ვიცე პრეზიდენტის შალვა კაპანაძის ინფორმაციით ისინი ჯანმრთელად არიან და ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილი. კაპანაძე ასევე ამბობს, რომ ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია და სროლის ხმები არ ისმის. რაც შეეხება ქართველების ევაკუაციას „ჯეოსქაის“ ინფორმაციით კომპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ოფიციალურ დადასტურებას ელოდება. Myway Airlines-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სუდანის დედაქალაქ ხართუმიდან საქართველოს მოქალაქეების სახმელეთო გზით გაყვანა განიხილება. რატი ბაკურაძის თქმით, კომპანიაში ასევე არის ინფორმაცია, რომ მათი ორი თვითმფრინავიდან ერთ-ერთი აფეთქებულია, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. ამერიკის შემდეგ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სუდანში უკვე 1 კვირაა ჩარჩენილია საქართველოს 50-მდე მოქალაქე. არსებული ცნობებით, მათ საკვებისა და წყლის მარაგები აქვთ. შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედრებული დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)