01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 17:47:32, 1372 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: რუსეთი და ჩინეთი არ არიან სამხედრო მოკავშირეები

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ, ისინი სამხედრო მოკავშირეები არ არიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

"ჩვენ არ ვქმნით რაიმე სამხედრო ალიანსს ჩინეთთან. დიახ, ჩვენ ასევე გვაქვს თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში, ჩვენ ამას არ ვმალავთ, მაგრამ ეს არის გამჭვირვალე, საიდუმლო არაფერია", - განაცხადა პუტინმა Rossiya-24-ის ეთერში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ასეთი თანამშრომლობა დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ აქვს რაიმე მონაცემი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის იარაღს უკრაინაში ომის საწარმოებლად.

ამასთან, ბაიდენის თქმით, ის არ ელის პეკინისგან რაიმე სერიოზულ ინიციატივას რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე.

ტელეარხ ABC-თან ინტერვიუში ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პეკინი მაინც გადაწყვეტს მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას, მაშინ შეერთებული შტატები ჩინეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს.

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში 20-22 მარტს ვიზიტის შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ“.

დასკვნით პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ძირითადად ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გაზარდოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდება ჩინეთისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics