|
2023-04-21 22:23:26, 1508 ნახვა
სამართალი
პროკურატურა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. თელავის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება შეცვალა, ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)