01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 16:11:39, 1152 ნახვა

მსოფლიო
WHO - სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 500-ზე მეტი დაშავდა

სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 500-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებზე 11 თავდასხმა განხორციელდა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 9 ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აჭარბებს.

„413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა",- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.

შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. 

ამასთან, 19 აპრილს, სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დღეს, 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics