02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 14:18:10, 1339 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება

ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ახალი თავდასხმები თავიდან აიცილოს. 

"როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება და რომ რუსეთს აღარ შეეძლება, განაგრძოს თავდასხმა და კვლავ ომის წარმოება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ",- უთხრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანიაში ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. თავის მხრივ, სტოლტებერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics