|
2023-04-20 14:10:17, 1445 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განვახორციელეთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება. კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი. „მოგეხსენებათ, თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და ექსპორტის 70 % ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ქვეყანაში მცხოვრები ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო; სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს - ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 - 3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენ შევძელით, სულ რაღაც 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია თხილის კადასტრში. დღეის მდგომარეობით, ფერმერების 90 %-ზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, - განაცხადა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)