|
2023-04-19 16:40:57, 1633 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინის რეგიონს, ბელარუსისა და პოლონეთის სასაზღვრო მონაკვეთს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი შეხვდა მესაზღვრეებს და მათ სამშობლოს დასაცავად გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. მესაზღვრეებმა პრეზიდენტს აცნობეს, რომ უკრაინის საზღვრის საიმედო დაცვისა და ბელარუსის ტერიტორიიდან მტრის შესაძლო შემოჭრის მოსაგერიებლად, საინჟინრო ბარიერები შენდება. "ვოლინი - უკრაინის საზღვარი ბელარუსსა და პოლონეთთან. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის. ბახმუტში, ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ვიცი, როგორ მტკიცედ იდექით იქ. ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი მესაზღვრეები გვყავს. შევინარჩუნოთ ძალა, სამართლიანობა და რისხვა, რაც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ყველას მხოლოდ გამარჯვებას გისურვებთ!" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გუშინ,18 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ავდიევკაში იმყოფებოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)