|
2023-04-19 10:34:38, 1270 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „ტაბულას“ ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტისთვის შედგენილ ოქმში წერია, რომ "ჯიქურაშვილი უმისამართოდ იგინებოდა და ილანძღებოდა, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში". გამოცემის ცნობითვე, შსს-ს თანამშრომელი სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ ბექა ჯიქურაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, თუმცა, დაკავების ვიდეოში ასევე ისმის, რომ ჯიქურაშვილი სწორედ მოწმე სამართალდამცველს ეუბნება, რომ ჟურნალისტია - ის დაკავებულს პოლიციის მანქანაში გვერდით ეჯდა. შეგახსენებთ, რომ „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2 მარტს პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ამასთან, გუშინ 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)