|
2023-04-19 09:58:18, 1344 ნახვა
სამართალი
ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე, საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. "გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის 9-ცალი ყალბი კუპიურა და 1-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)