02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 09:25:01, 1227 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ კონსულტაციისთვის მინსკიდან ელჩი გამოიძახა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 აპრილს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურს, დენის პუშილნს შეხვდა და დახმარება აღუთქვა.

"მივიჩნევთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელიც ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულებებში და იმყოფება უკრაინული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან კიდევ ერთ და აშკარა არამეგობრულ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც მიმართულია აგრესორის მხარდასაჭერად.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კონსულტაციებისთვის გამოიძახოს უკრაინის ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში იჰორ კიზიმი.

მინსკმა თავი უნდა შეიკავოს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ",- წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics