02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 16:41:35, 786 ნახვა

მსოფლიო
Reuters - სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდების შემდეგ, სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ადგილობრივი დროით 18:00-ზე დაიწყება და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერის, მუჰამედ ჰამდან დაგალომ განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და დაჭრილების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად ცხადდება.

ამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება დედაქალაქის გარშემო შეუძლებელია და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გააფრთხილეს მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ.

შეგახსენებთ, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 185 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს. 

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაპირსპირებული მხარების წარმომადგენლებთან - სუდანის არმიის მეთაურთან და გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხელმძღვანელთან - ინდივიდუალური სატელეფონო საუბრები გამართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics