02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 10:41:44, 805 ნახვა

მსოფლიო
G7 - ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისინი ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან,- ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

მათი განცხადებით, G7-ი გააძლიერებს კოორდინაციას, რათა უპასუხოს მესამე მხარის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას მესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე საფასური. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს იაპონიაში შეხვედრის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics