|
2023-04-18 09:58:30, 1874 ნახვა
ომი უკრაინაში
Медиазона - უკრაინაში ომის დროს, რუსეთის ციხეებიდან 17 000 პატიმარი გაუჩინარდა
უკრაინაში ომის დროს, რუსეთის ციხეებიდან 17 ათასი პატიმარი გაუჩინარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Медиазона ავრცელებს. გამოცემამ მონაცემები ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის 35 რეგიონული დეპარტამენტის ვებსაიტებზე აღმოაჩინა - 2023 წლის დასაწყისისთვის ამ რეგიონებში პატიმართა რაოდენობა, ჯამში, 17 000-ით შემცირდა. „არც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური, არც პრიგოჟინი და არც თავდაცვის სამინისტრო არ აქვეყნებდნენ ოფიციალურ მონაცემებს ომის დროს გაყვანილი პატიმრების რაოდენობის შესახებ. დაქირავებულების რაოდნეობა შეიძლება შეფასდეს ციხეში მყოფთა სტატისტიკით, მაგრამ ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა გარკვეული დროით შეწყვიტა მისი გამოქვეყნება, ხოლო იანვარში განაცხადეს, რომ პატიმრების რაოდენობა აღარ იკლებს“,- წერს გამოცემა. გამოცემის ცნობითვე, პატიმრების უმეტესობა გაუჩინარდა სამარაში (2 723), ჩელიაბინსკში (1 574), კიროვის რეგიონებში (1 153) და ტატარსანში (1 040). ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ შეგროვებული მონაცემები არასრულია და უცნობია, რამ განაპირობა სმოლენსკის რეგიონში და ოკუპირებულ ყირიმში პატიმრების რაოდენობის ზრდა, ვინაიდან ახალი კოლონიების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)