03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 16:25:39, 1279 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ადგილებს ამზადებს - ბელარუსის თავდაცვის მინისტრი

ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი აცხადებს, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული იარაღის განსათავსებლად ადგილებს ამზადებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია БЕЛТА ავრცელებს.

ხრენინის თქმით,  ბელარუსს უკვე მომზადებული აქვს აღჭურვილობა, თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება და "ისკანდერის" კომპლექსი, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული ქობინით რაკეტების გამოყენება.

„საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალით ვუპასუხებთ ძალას, სხვაგვარი ქმედება დასავლეთს არ ესმის“, - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics