03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 11:54:06, 1235 ნახვა

მსოფლიო
The Guardian - აშშ-მ, შესაძლოა, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესოს

აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ფიგურებისთვის სანქციებს ამზადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

Guardian-ის ცნობით, სანქციების კანონპროექტში დასახელებული იქნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები და მთავრობის მხარდამჭერები, რომლებსაც ვიქტორ ორბანის პარტია - "ფიდესთან" აქვთ კავშირები.

გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტი კონგრესს, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარედგინება, რომელიც ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მზადდება. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სანქციებს უწესებს ორბანთან დაახლოებულ პირებს. 2014 წელს ვაშინგტონმა ბევრ უნგრელ ფიგურას შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა, მათ შორის იყო ეროვნული საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი, ის კორუფციაში დაადანაშაულეს. ჯერჯერობით სანქციების სამიზნე პირების ვინაობა არ სახელდება",- წერს The Guardian-ი.

ცნობისთვის, 12 აპრილს აშშ-მ დაასანქცირა ბუდაპეშტში მოქმედი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი (IIB). სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ IIB-ის მმართველის ორი მოადგილე და ყოფილი მმართველი. დასანქცირებული 3 პირიდან 2 რუსეთის მოქალაქეა, 1 კი უნგრეთის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics