03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 15:46:16, 1248 ნახვა

მსოფლიო
ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. ნორვეგიის საგარეო უწყების განმარტებით, ოსლოში მდებარე რუსეთის საელჩოში მომუშავე 15 პირი, რომელთა საქმიანობაც „შეუთავსებელი იყო მათ დიპლომატიურ სტატუსთან“, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საელჩოს თანამშრომლებმა ნორვეგია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

"ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ნორვეგიაში რუსეთის სადაზვერვო აქტივობისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. რუსეთი ამჟამად უდიდეს სადაზვერვო საფრთხეს უქმნის ნორვეგიას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ახლა ვახორციელებთ ზომებს ჩვენს ქვეყანაში რუსული დაზვერვის მოქმედებების საპირისპიროდ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსი დაზვერვის ოფიცრებს, დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდნენ ნორვეგიაში", - აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics