20:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 09:54:20, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - როდესაც სტრასბურგის სასამართლო გაგვიზიარებს დოკუმენტაციას, ჩვენ მზად ვართ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში

„დაცვის მხარემ შეიტანა სარჩელი და ვიდრე სასამართლო ჩვენ არ გაგვიზიარებს ამ დოკუმენტაციას, ჩვენ არ გვაქვს შინაარსის შესახებ რაიმე სახის წინასწარი ინფორმაცია. როდესაც გვექნება, პრობლემა არ არის, ამ საკითხებზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვაზე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე.

რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ სარჩელის შესახებ ცნობილი გახდა მსჯავრდებულის დაცვის მხარის განცხადებებით და რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ისევ და ისევ დაცვის მხარის განცხადებებით, მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა, ჯერ ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოსთან, მათ ჩვენთვის რაიმე კითხვა ან რაიმე სახის დოკუმენტები არ გამოუგზავნიათ. შესაბამისად, ჩვენთვის სარჩელის შინაარსი არის უცნობი... ჩვენ მზად ვართ, როდესაც გვექნება ინფორმაცია, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics