04:04 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 15:06:42, 1665 ნახვა

რეგიონი
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიატროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სოსო შერვაშიძე ესწრებოდნენ. 

"ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით", - ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics