18:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 14:22:17, 885 ნახვა

საზოგადოება
დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება იწყება

ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ ზესტაფონის, ხარაგაულის დ ბაღდადის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს გააცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქ. ზესტაფონში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. პროგრამა უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტის მიკვლევადობას.

„აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ვენახების კადასტრის შექმნა ხელს უწყობს ვენახების შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის შეკრებას დარგის წარმატებული მართვისათვის.

ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.

პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის  რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა  ფართობის ვენახები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics