18:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 19:10:29, 1176 ნახვა

საზოგადოება
ანანია გაჩეჩილაძე - თუ აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები, შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება გაჩნდება

იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება, - ამის შესახებ ანანია გაჩეჩილაძემ, POSTV-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი და შალვა რამიშვილის ურთიერთობის ფარგლებში სისხლის სამართლის ნიშნები დადგინდება, შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება.

"გამომძიებელი ქალი იყო საკმარისად ემპათიური და ასე ვთქვათ ორიენტირებული ჩემი ინტერესების დაცვისკენ და გამომდინარე იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება, თუ დადგინდება სისხლის სამართლის ნიშნები ამ ჩვენ ურთიერთობის ფარგლებში", - განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, ანანია გაჩეჩილაძემ შალვა რამიშვილის სავარაუდო სექსუალური შევიწროების მამხილებელი აუდიო ჩანაწერები 2 კვირის წინ გაასაჯაროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics