05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 23:40:38, 1388 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი: სოციალურ მედიაში გაჟონილი დოკუმენტები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მოკავშირეებისთვისაც

პენტაგონი ჯერ კიდევ აფასებს საიდუმლო ინფორმაციის ბოლოდროინდელი გაჟონვის მასშტაბებს, მათ შორის უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევასთან დაკავშირებით.

”ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო და პრობლემის მასშტაბი,” - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში კრის მეგერმა.

თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, გაჟონვის მეორე დღეს, დაიწყო ყოველდღიური შეხვედრების გამართვა მაღალ სამხედრო და სამთავრობო წარმომადგენლებთან სიტუაციის შესაფასებლად, თქვა მან.

სამინისტრო აღიარებს, რომ გაჟონვა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას უქმნის არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მისი მოკავშირეებისთვისაც. ასევე არსებობს შიში, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან შეიძლება ცხადი გახდეს, თუ რამდენად აქტიურად და ფართოდ ადევნებდნენ თვალთვალს ამერიკელები თავიანთ მოკავშირეებზე.

გასულ შაბათ-კვირას ამერიკელებმა უკვე გამართეს არაერთი შეხვედრა ამ გაჟონვის შედეგად დაზარალებულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.

როგორც პენტაგონის კიდევ ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამხედროები ყურადღებით სწავლობენ, თუ როგორ და ვის გადაეცა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც გავიდა საიდუმლო დოკუმენტების სახით ინტერნეტში, რადგან, გამოქვეყნებული დოკუმენტების ფორმატიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს სპეციალურად მომზადებული ბრიფინგები სახელმწიფოს ხელმძღვანელობისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics